საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი

უკვე მეორედ საქართველომ საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალს უმასპინძლა. ახალგაზრდა მუსიკოსებს საშუალება ჰქონდათ, რომ საერთაშორისო აღიარების მქონე პიანისტების მასტერკლასებს დასწრებოდნენ. პროგრამა კონსერვატორიაში გამართულ კონცერტსაც მოიცავდა. ახლა ფესტივალის მეორე ეტაპი იწყება.

ტრადიციად ქცეული ფესტივალი თბილისის შემდეგ რეგიონებში გადაინაცვლებს. ქართველი პიანისტები, უცხოელ კოლეგასთან ერთად საქართველოს რამდენიმე რეგიონს ეწვევიან და მასტერკლასებს გამართავენ. დაგეგმილია შეხვედრები ადგილობრივ მუსიკოსებთან.