საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი

18:40, 10.07.2026

საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალის გალა-კონცერტი და დახურვის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მსმენელის წინაშე გამარჯვებულები და ფესტივალის მონაწილეები წარდგნენ. უკვე მესამე წელია, International Piano Masters Tbilisi საქართველოში მსოფლიოს წამყვან პიანისტებს, პედაგოგებსა და ახალგაზრდა მუსიკოსებს აერთიანებს. პროგრამა, მოიცავდა ინდივიდუალურ მასტერკლასებს, ღია სტუდიო-კლასებს, პროფესიულ შეხვედრებსა და საჯარო დისკუსიებს.

მსგავსი