საერთაშორისო პროექტი „აბრეშუმის გზა – მოძრავი ანაბეჭდები“

21:59, 25.11.2026

ქართველი მხატვრების 80-იანი წლების უნიკალური შემოქმედება ერთ სივრცეში – თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დაგეგმილი გამოფენა ძირითადად საზოგადოებისთვის დღემდე უცნობ ნამუშევრებს აერთიანებს. ავტორებს დროსთან ერთად შემოქმედებითი ხელწერა და მიდგომებიც აერთიანებს. ექსპოზიცია ნაწილია საერთაშორისო პროექტის, რომელშიც 11 ქვეყანა მონაწილეობს.

საქართველო როგორც ისტორიული აბრეშუმის გზის საკვანძო ქვეყანა საერთაშორისო პროექტში აქტიურად არის ჩართული. მიზანი ევროპა აზიის სახელოვნებო ინსტიტუციებს შორის კავშირების გამყარებაა. მოძრავი გამოფენების გარდა პროექტის ფორმატი, მასტერკლასებს და საერთაშორისო კონფერენციებსაც მოიცავს.

მსგავსი