საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“
ტრადიციად ქცეული ფესტივალი იწყება.
„შემოდგომის თბილისი“ 13 სექტემბერს ცნობილი კომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძის 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტით გაიხსნება, სადაც ბალანჩივაძის ნაწარმოებს 12 წლის მუსიკოსი ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულებს. კონცერტების სერია 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში თბილისს მსოფლიო აღიარებული არაერთი მუსიკოსი ეწვევა. ფესტივალი შემოდგომის თბილისი 1993 წელს ჯანსუღ კახიძემ დააარსა.