საერთაშორისო მოწოდებები და ოპოზიციის გეგმები

საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კომპრომისული შეთანხმება ისევ არ არსებობს. ევროკავშირის წარმომადგენლობის შემდეგ, პოლიტიკურ სპექტრს ამჯერად ევროპარლამენტი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიმართავს. პარლამენტის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის ამომრჩეველთა არჩევანის პატივისცემა, კომპრომისი და პარლამენტში შესვლა – ასეთია გზავნილი. ახლა ყველაფერი აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების მედიაციით დაწყებული მოლაპარაკების მესამე რაუნდზეა დამოკიდებული, რომლის თარიღი ჯერ ისევ გაურკვეველია. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია კომპრომისად ვადამდელ არჩევნებს ასახელებს, რაც „ქართული ოცნებისთვის“ ხელახალი არჩევნების მსგავსად წითელი ხაზია.

ანა ბროლაძე არკვევდა, შექმნილ ვითარებაში რა საკითხი შეიძლება იქცეს მოლაპარაკების საგნად.