საერთაშორისო მისიების მილოცვები

18:26, 30.04.2021

საქართველოს თავდაცვის ძალებს 30 წლის იუბილეს ნატოსა და ევროკავშირის საერთაშორისო მისიები ულოცავენ.

სამხედრო მაღალჩინოსნები, მისიებში მონაწილე ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმს ხაზს უსვამენ და აქცენტს გლობალურ უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე აკეთებენ.

ქართულმა ჯარმა 30 წლის საიუბილეო თარიღი ვაზიანში, მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში გუშინ აღნიშნა. საზეიმო ღონისძიებას ქვეყნის პირველი პირები დაესწრნენ. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით ვაზიანში ქვემეხებიდან საზეიმო ზალპის გასროლა გაისმა.

30 წლის წინ, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის განკარგულებით, წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. საქართველოს თავდაცვის ძალების დღის აღნიშვნა სათავეს სწორედ ამ დღიდან იღებს.

მსგავსი