საერთაშორისო მარათონი ქველმოქმედებისთვის – მასშტაბურ საქველმოქმედო ღონისძიებას საქართველო უკვე ტრადიციულად კახეთიდან უერთდება. 7 000 ადამიანი ერთი მიზნით, დახმარებისთვის გაერთიანდა.
საზოგადოებრივი მაუწყებელი წელსაც მარათონის აქტიური მხარდამჭერია. პირველი არხის გუნდი უშუალოდ ჩაერთვება ღონისძიებაში, რომელიც ზურგის ტვინის დაზიანების მქონე ადამიანების დასახმარებლად იმართება.
პირდაპირ ტრანსლაციასაც პირველი არხი შემოგთავაზებთ.