საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი

თბილისში უკვე მეექვსედ თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იმართება. ფესტივალის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და იაპონიის ელჩები საქართველოში. ფესტივალი უმასპინძლებს ქართველ და უცხოელ ავტორებს და მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს ლიტერატურის მოყვარულებს. ღონისძიებები მწერალთა სახლში პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით გაიმართება. ფესტივალის მთავარი მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, პროექტი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, თბილისის მერია და ამერიკის საელჩო საქართველოში, ასევე პოეზიის ევროპული პლატფორმა.