საერთაშორისო კონგრესი თბილისში

თბილისში სამხრეთ კავკასიის მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა. კონფერენცია ქართველი მეცნიერის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, პროფესორ პალიკო კინტრაიას 90 წლის იუბილეს მიეძღვნა. საერთაშორისო კონგრესი ქვეყანაში მესამედ ტარდება და მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი მეანგინეკოლოგები და პერინატოლოგები ესწრებოდნენ.