საერთაშორისო კონფერენციის მე-2 დღე ბათუმში

საერთაშორისო კონფერენციის მეორე დღე ბათუმში. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დღეს დილით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვით დაიწყო. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოსთვის სულ სამი მილიარდი ევროა გამოყოფილი. ეს თანხა უნდა მოხმარდეს ქვეყნის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. – როგორია ევროპელი ლიდერების მონაწილეობით მიმდინარე კონფერენციის დღევანდელი განრიგი და რა შეფასებები კეთდება ბათუმში.