საერთაშორისო კონფერენცია თურქმენეთში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი თურქმენეთში იმყოფება. მიხეილ სარჯველაძე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს სახელწოდებით – „მშვიდობისა და ნდობის წელი: საერთაშორისო ქმედებების განვითარება ბავშვებისთვის“. მინისტრი კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მიხეილ სარჯველაძემ ბავშვთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებზე ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, განხილული იყო საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.