საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

12:33, 19.11.2026

კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც, რვა პანელური დისკუსია გაიმართება. ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებების წარმომადგენლები, მომხმარებელთა დაცვის გლობალურ ტენდენციებს, ონლაინ ბაზრებზე მომხმარებელთა უფლებების დაცვას და სხვა აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.

ორდღიანი ღონისძიება, რომელიც საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, პროფესიული დიალოგისა და სფეროს აქტუალურ გამოწვევებზე მსჯელობის მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა, უკვე მეხუთე წელია, ხუთი მარეგულირებელი უწყების: საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკი-ს, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.

მსგავსი