საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ, ევროპის ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად, საერთაშორისო კონფერენცია გამართა. შეხვედრის თემები იყო ბიზნესი და ადამიანის უფლებები. ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნის ადვოკატებმა ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს. მსგავსი ტიპის ღონისძიება ჩვენ ქვეყანაში პირველად ჩატარდა. შეხვედრას ათი ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.