სასჯელაღსრულების სისტემაში განათლებისა და პრაქტიკის განვითარების შესახებ სამდღიანი კონფერენცია დასრულდა. შედეგები იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და ევროპრიზის აღმასრულებელმა დირექტორმა გუსტავ ტალვინგმა სამინისტროში შეაჯამეს. კონფერენციაში ჯამში ოცდაათამდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. გაიმართა სამუშაო სესიები და შემუშავდა რეკომენდაციები.