„სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020. ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში,“- საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წამყვანმა ექსპერტებმა და პოლიტიკის შემქმნელებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში.
კონფერენციის შედეგები ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას სოფლის განვითარების 2020-2027 წლების ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში.
ღონისძიება გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა. კონფერენციაზე პოლიტიკის შემუშავებისა და ინსტიტუციური მოწყობის საკითხებზე იმსჯელეს. განიხილეს საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გამოყენებისა და ქართული რეალობისთვის ადაპტირების გზები.