„მემკვიდრეობის მდგრადობა: კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კრიზისულ ზონებში“ – თბილისი ICOM ევროპის 2024 წლის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს.
კონფერენცია მიზნად ისახავს კრიტიკული საკითხების განხილვას, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების როლის განსაზღვრას, გადაფასებას და საერთაშორისო კონვენციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას. კონფერენცია განიხილავს მემკვიდრეობის განადგურების მიმდინარე შემთხვევებს და ხაზს უსვამს ჰააგის 1954 წლის კონვენციის პროტოკოლების განხორციელების მნიშვნელობას. ღონისძიება ორგანიზებულია ICOM საქართველოსა და ICOM ევროპის რეგიონული ალიანსის მიერ, რომელიც აერთიანებს ICOM-ის 38 ეროვნულ კომიტეტს ევროპის მასშტაბით.