საერთაშორისო კონფერენცია

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „კიბერუსაფრთხოების ბიუროს“ ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია „ინტერ-მარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2023“ გაიმართა. კონფერენციის მთავარ თემას „ნივთების ინტერნეტი და სამხედრო სფერო“ წარმოადგენდა. ღონისძიება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გახსნა და თავდაცვის სფეროში თანამედროვე მდგრადი კიბერუსაფრთხოების სისტემების მნიშვნელობასა და მათი გაძლიერების აუცილებლობაზე ილაპარაკა. მისი განცხადებით, საქართველო, როგორც ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი, კიბერუსაფრთხოების კუთხით დასავლელი პარტნიორების საუკეთესო პრაქტიკას იზიარებს. საქართველო ფორუმს უკვე მეოთხე წელია მასპინძლობს. ღონისძიების ერთ-ერთ მთავარ მიზანს საქართველოსა პარტნიორ ქვეყნებს შორის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.