საერთაშორისო კონფერენცია

5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს ევროპარლამენტარები აფასებენ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უმცირესობების უფლებების დაცვა უზრუნველყონ. ამის შესახებ განცხადებები ვიოლა ფონ კრამონმა და სვენ მიქსერმა ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის მიერ ერთობლივად ორგანიზებულ ონლაიანკონფერენციაზე გააკეთეს.

დისკუსიაში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, ასევე ქართველი დეპუტატები, როგორც მმართველი პარტიიდან, ისე ოპოზიციიდან.