საერთაშორისო კონფერენცია

თბილისში, პირველად საჯარო და კერძო თანამშრომლობის განვითარებაზე ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა.

კონფერენციაზე გაიმართება მსჯელობა საქართველოს მთავრობის მიღწევებზე მდგრადი სტრუქტურული რეფორმების განხორციელების, ღია მმართველობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესების მიმართულებით.

ასევე, ყურადღება დაეთმობა საჯარო და კერძო სექტორის განვითარების როლს ინკლუზიური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის უზრუნველყოფაში.