საერთაშორისო იურიდიული ფორუმი

საქართველო საერთაშორისო იურიდიულ ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ამ პროცესში ჩვენი ქვეყნის როლსა და პოტენციალს უკავშირდება. მონაწილეობენ იურისტები და ბიზნესწრეების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან.

ფორუმი ეძღვნება ჩინეთის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ – ეკონომიკურ ინიციატივას  და მის ფარგლებში საქართველოს როლს, გახდეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ეკონომიკური და სამართლებრივი ჰაბი.