საერთაშორისო გამოხმაურებები

„ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია „ქართული ოცნების“ ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან“- ეს არის ამერიკის საელჩოს გამოხმაურება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება აჩენს კითხვებს „ქართული ოცნების“ ერთგულებაზე საქართველოს დემოკრატიული მიზნების მიღწევისადმი, იმ მიზნების, რომელიც პარტიამ თავად განსაზღვრა საქართველოსთვის. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, ერთობლივი მუშაობისა და იმ ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებისკენ, რაზეც ისინი შეთანხმდნენ და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ოჯახში დროული ინტეგრაციისთვის“, –აღნიშნულია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.