საერთაშორისო გამოფენა ბერლინში

12:27, 29.01.2025

ბერლინში, საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული“ ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი. ათმა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების აგროსასურსათო პროდუქცია გააცნო. მათ შორის ორგანული წვენები, ლიმონათი, თხილი, ღვინო, სპირტიანი სასმელები, თაფლი, ხილისა და ბოსტნეულის საკონსერვო ნაწარმი.

ქართული სტენდის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ქართული კერძებიც დაეგემოვნებინათ. აღნიშნული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა. გამოფენაში 50-ზე მეტი ქვეყნიდან 1,400-ზე მეტმა ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

 

მსგავსი