ქართული კომპანიები ამსტერდამში საერთაშორისო გამოფენაზე იმყოფებოდნენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაზე 10 ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი. მათ გამოფენის სტუმრებს ქართული აგროპროდუქცია: ღვინო, თხილი, ჩაი, წვენები, ჩიფსები, ჯემები და კომპოტები გააცნეს. გამოფენაში 70-ზე მეტი ქვეყნიდან 3000-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა. როგორც საკვები და სასმელი პროდუქციის, ასევე საყოფაცხოვრებო, ჯანმრთელობისა და თავის მოვლის საშუალებების მწარმოებელი სექტორის წარმომადგენლები.