„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საკანონმდებლო ორგანოს 2019 წლის საქმიანობა შეაფასა. ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასული წელი პოლიტიკურად აქტიური და დაძაბული იყო. დადებითად არის შეფასებული ახალი რეგლამენტი, ინტერპელაციის და მინისტრის საათის ფორმატი. ნათქვამია, რომ მთავრობის წევრები აქტიურად ესწრებოდნენ პლენარულ სხდომებს. დოკუმენტში უარყოფითად არის შეფასებული ის, რომ მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი საპარლამენტო საქმიანობაში საერთოდ არ იყო ჩართული.