„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიში

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ „სამართლიან არჩევნებთან“ ერთად ჩატარებულ კვლევაზე საუბრობს. მათი ინფორმაციით გამოიკვეთა მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების მასშტაბური სქემა, რომლითაც მაღალი ალბათობით დასტურდება სახელმწიფო უწყებების საარჩევნო/პარტიული მიზნებით გამოყენება. ამასთან, ორგანიზაცია განმარტავს, რომ ანგარიშში წარმოდგენილია იოსებ გოგაშვილის მიერ მათთვის გადაცემული ინფორმაცია.