საერთაშორისო ფორუმი თურქმენეთში
საქართველოს პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი თურქმენეთში ჩავიდნენ.
ირაკლი კობახიძე საერთაშორისო ფორუმის პლენარული სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. აშხაბადში მიმდინარე ფორუმი მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წელს და თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლისთავს ეძღვნება. მიმდინარეობს ორმხრივი შეხვედრებიც. პრემიერი აზერბაიჯანელ კოლეგებს, ასევე თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა. შუა დერეფანი და ამ მარშრუტით ცენტრალური აზიიდან ქართული საზღვაო პორტებისკენ დამატებითი ტვირთების გადაზიდვა განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. ქართული მხარე მზადაა, რომ საქართველოს გავლით თურქმენეთის გაზის ტრანსპორტირების მიწოდება გააქტიურდეს.