საერთაშორისო ფორუმი
თბილისში ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმი გაიხსნა. ფორუმზე მსჯელობენ მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე, საინვესტიციო საკითხებსა და განახლებადი ენერგიების როლზე მდგრადი ენერგეტიკის განვითარებაში. ფორუმის გახსნას და მონაწილე 1000-მდე მაღალი რანგის დელეგატს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სექტორის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ და ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფერენციის თავმჯდომარე დევიდ მორტონმა.
შალვა სუმბაძის ჩართვა #მოამბე