საერთაშორისო ელექტრონულ ბაზას ქართული ენა დაემატა

საერთაშორისო ელექტრონულ ბაზას ქართული ენა დაემატა.

საკანონმდებლო მაცნეს მთარგმნელობითი ცენტრის მიერ დამუშავებული ტერმინები უკვე ატვირთულია ევროპული საერთაშორისო ტერმინების საძიებო ბაზა „ეურო ტერმბანკში“.

პორტალი ღია და ხელმისაწვდომია, როგორც ევროკავშირის წევრი, ისე არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომელთაც შეუძლიათ ისარგებლონ პორტალის რესურსით.

ამჟამად საერთაშორისო ტერმინოლოგიურ ბაზაში 42 ენაა, რომელთა შორის პირველად მოხვდა ქართული ენა.