თითქმის ორთვიანი პროტესტი და დასავლეთის მწვავე კრიტიკა: ოფიციალური თბილისი აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინშია.
სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის ოპტიმისტური პროგნოზი ამერიკის ახალი პრეზიდენტის გზავნილებს ეყრდნობა. კონსერვატიული შეხედულებები და მიდგომები, უკრაინის ომის დასრულების გეგმა, გზავნილები გენდერზე, ეროვნული ინტერესების და სუვერენიტეტის დაცვაზე ხაზგასმა – საინაუგურაციო სიტყვის დროს გაკეთებული განცხადებები საქართველოს ხელისუფლებას აშშ-თან ბოლო თვეებში უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობის აღდგენის და ნორმალიზების იმედს აჩენს. თუმცა ფაქტია, რომ დასავლეთიდან ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე მძიმე გზავნილები და მოწოდებები არ წყდება. მთავრობის ლეგიტიმაციის არ აღიარება, ახალი არჩევნების მოთხოვნა, განცხადებები დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე, რაც რეპრესიებად ფასდება – ევროპარლამენტში გამართული დებატების შემდეგ საქართველოს შესახებ 59 დეპუტატის ხელმოწერით განცხადება მიიღო ესტონეთის პარლამენტმა, სადაც 28 ნოემბრის შემდეგ შექმნილი ვითარება საკონსტიტუციო კრიზისად ფასდება და ახალი არჩევნების ჩატარების გარდა ევროკავშირიდან ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სანქციების დაწესებაცაა მოთხოვნილი. კრიტიკული შინაარსის მოწოდებების ფონზე აშშ-თან და ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის ნორმალიზების რა პერსპექტივა არსებობს, – თათია ტაბეშაძე დეტალებით