საერთაშორისო დახმარების ახალი პოლიტიკა – მარკო რუბიოს განცხადება 

21:37, 25.12.2025

არანაკლები რეზონანსი გამოიწვია ამერიკის სახელმწიფო მდივნის გზავნილმა.

მარკო რუბიომ წლის შემაჯამებელ გამოსვლაში ნეგატიურ კონტექსტში ახსენა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ დახურა „იუესაიდი“ და რატომ დაუქვემდებარა სააგენტოს დაფინანსება სახელმწიფო დეპარტამენტს. ზუსტი ინფორმაცია თანხების მოძრაობაზე და მესამე მხარის გამდიდრების ნაცვლად მხოლოდ მოკავშირეების დახმარება – რუბიოს განცხადება საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი არგუმენტია, რითაც 2024 წელს პროტესტის და ვნებათაღელვის ფონზე დამტკიცებული კანონის საჭიროებას ხსნის. საუბარია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე, რომელიც ინიცირებისთანავე ოპოზიციამ და მესამე სექტორის ნაწილმა რუსულ კანონად გამოაცხადა. ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სხვა ქვეყნებისთვის გამოყოფილი დაფინანსებების გამჭვირვალობაზე საუბარი და საგარეო დახმარების ამერიკულ ინტერესებთან აცდენაზე საუბარი პრეზიდენტად ტრამპის არჩევისთანავე დაიწყო, რასაც „იუესაიდის“ პროგრამების ჯერ შეჩერება, შემდეგ კი სააგენტოს საერთოდ დახურვა მოჰყვა.

მსგავსი