საერთაშორისო ჩემპიონატი კარატეში

 ქუთაისის სპორტის სასახლემ კარატეს საერთაშორისო ჩემპიონატს – „ქუთაისი ოუფენ 2024“-ს უმასპინძლა. ტურნირზე, რომელშიც ოთხი ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, ქართველმა კარატისტებმა 100-ზე მეტი მედალი მოიპოვეს. აღნიშნული ტურნირი, გარდა შეჯიბრებისა, სასელექციო ხასიათის იყო. მიღწეული შედეგებით ახალგაზრდული ნაკრებები დაკომპლექტდება, რომლებიც მომავალში პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირებში მიიღებენ მონაწილეობას.