სადეზინფექციო სამუშაოები 

12:11, 03.03.2020

სადეზინფექციო სამუშაოები  ჩატარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების  ცენტრებში.

პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სპეციალური ხსნარებით დამუშავდა მომსახურების სააგენტოს თბილისის ფილიალი და ერთიანი მომსახურების  ცენტრის – თბილისის და რუსთავის ფილიალები.  გარდა ამისა, დღეში რამდენჯერმე იწმინდება მოქალაქეთა მისაღებში განთავსებული   ინვენტარი. სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარე კვირის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა სტრუქტურულ ერთეულში ჩატარდება.

მსგავსი