სადეპუტატო უფლებამოსილების საკითხი

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხვალ იმსჯელებს.

კომიტეტის სხდომა დღის პირველ ნახევარში გაიმართება, განხილვა შემდეგ პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება. მმართველი გუნდის წევრების თქმით, კონსტიტუცია პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გამოტანისთანავე საკანონმდებლო ორგანოს ამ საკითხის კენჭისყრას ავალდებულებს, ამიტომ ეს განხილვა მხოლოდ ფორმალურია.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ პარლამენტი სამივე ინსტანციის გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს და ნაჩქარევი კენჭისყრა არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ ნებაზე მიუთითებს.