საფრანგეთში პროტესტმა გაჭრა: მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარე აქციების ფონზე, ქვეყნის მთავრობამ უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტი სამართალდამცველთა ამსახველი იმ ფოტოვიდეო მასალის გამოქვეყნებას კრძალავს, რომლითაც პოლიციელების ინდენტიფიცირება და ამით მათთვის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენებაა შესაძლებელი.
კანონპროექტი საფრანგეთში მასობრივი დემონსტრაციებისა და არეულობის მიზეზი გახდა. საპროტესტო აქციები მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა. ახლა მოსახლეობა კანონპროექტის ახალი ვერსიის მოლოდინშია.