სადამკვირვებლო მისიის მუშაობა - პრემიერის განცხადება

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და იქ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა პრემიერმა, მისიის 15 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროკავშირის დამკვირვებელთა ჯგუფი წარმოადგენს ევროპელი მეგობრების მჭიდრო თანამშრომლობის და ძლიერი მხარდაჭერის სიმბოლოს. აქცენტი გაკეთდა იმ ნაბიჯებზე, რასაც მისია 2012 წლიდან უწყვეტად და წარმატებით ახორციელებს მშვიდობის და სტაბილურობის მიმართულებით.