საბურთალოს საფეხბურთო გუნდი მომავლის თასის მფლობელი გახდა

საბურთალოს საფეხბურთო გუნდი მომავლის თასის მფლობელი გახდა. ბენდელას სტადიონზე გამართულ ტრაგიკულად დაღუპულ ივიკო ჭელიძის სახელობის შეჯიბრში, საქართველოს სხვადასხვა საფეხბურთო სკოლის 16 გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

თასის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს საბურთალო და ავაზა დაუპირისპირდნენ. გადამწყვეტ მატჩში საბურთალომ მეტოქე 2:0 დაამარცხა და ტურნირის მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.

ივიკო ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი წელს მეხუთედ თბილისის ფეხბურთის ფედერაციის, დედაქალაქის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით  ჩატარდა.