„საბურთალო“ დღეს ზაგრების „დინამოს“ დაუპირისპირდება

საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში დღეს ზაგრების „დინამოს“ დაუპირისპირდება.

პირველი მატჩი საქართველოს ჩემპიონმა 0-2 დათმო. „საბურთალოს“ ოთხი წამყვანი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება – ვაგნერ გონსალესი, ლაშა შინდაგორიძე, ელვინ ტერა და გიორგი კოხრეიძე. „საბურთალოს“ დაემატა ლევან ყენია, რომელიც გუნდში ცოტა ხნის წინ ჩაირიცხა.

„დინამოსა“ და „საბურთალოს“ შეხვედრას პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მატჩის ტელერეპორტაჟი თბილისის დროით, 22:00 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი