საბოტაჟის საქმე – სასამართლო პროცესი
საბოტაჟის საქმეზე, რვა ბრალდებული პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი გაიმართა. დაიკითხნენ ბრალდების მხარის მოწმეები. ადვოკატის ცნობით მოწმემ ვერცერთი დეტალი ვერ გაიხსენა რაც დანაშაულზე მიუთითებდა, პროკურატურის თქმით კი – მოწმემ დაასახელა კონკრეტული პოლიტიკოსები, ვისგანაც დაინახა ჟესტიკულაციით, რომ ისინი მოუწოდებდნენ ხალხს პარლამენტში შეჭრისკენ. პროცესის მიმდინარეობისას, ასევე, მოსამართლემ ნიკა გვარამიას ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი, პროცესიდან გააძევა. სხდომას ბრალდებული პოლიტიკოსების ნაწილი ესწრებოდა.
შეგახსენებთ გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელია, ზურა გირჩი ჯაფარიძის ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძის წინააღდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს. აღნიშნულ საქმეში, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს კი – ერთი მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული