საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულ თემურ ჯანაშიას ადვოკატი ბექა ბასილაია მოსამართლემ სხდომაზე დააბრუნა.

ბადრი კოჭლამაზაშვილის განმარტებით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ადვოკატს სხდომა დაატოვებინა, რადგან არც შენიშვნამ, არც მოწოდებამ და არც ჯარიმამ გამოიღო შედეგი. სხდომიდან ბექა ბასილაია დაუმორჩილებლობის მოტივით, მოსამართლემ 7 თებერვალს გააძევა. დაცვის მხარემ დღეს მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც არ დაკმაყოფილდა. სხდომაზე ფინანსთა ყოფილი მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის მოწმის სახით დაკითხვა ვერ დასრულდა, ის ქვეყნის საზღვრებს გარეთ იმყოფება, თუმცა სურვილის შემთხვევაში, მზად არის მისი დაკითხვა დისტანციურად გაგრძელდეს.