საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მოსამართლემ ბრალდებულ თემურ ჯანაშიას ადვოკატი ბექა ბასილაია სხდომაზე დააბრუნა. მოსამართლე, ბადრი კოჭლამაზაშვილი განმარტავს, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ადვოკატს სხდომა დაატოვებინა, რადგან არც შენიშვნამ, არც მოწოდებამ და არც ჯარიმამ შედეგი არ გამოიღო. მოსამართლის განცხადებით, გადაწყვეტილების ცვლილება უკავშირდება იმას, რომ მოსამართლე არ არის განწყობილი, რომ ბრალდებულს დაცვის უფლება წაერთვას.
ბექა ბასილაია, დაუმორჩილებლობის მოტივით, მოსამართლემ 7 თებერვალს სხდომიდან გააძევა. დღევანდელ სხდომაზე ვერ დაიკითხა ფინანსთა ყოფილი მინისტრი კახა ბაინდურაშვილი. მან სასამართლოში განცხადება წარმოადგინა და აღნიშნა, რომ ის ქვეყნის საზღვრებს გარეთ იმყოფება, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, მზად არის მისი დაკითხვა დისტანციურად გაგრძელდეს. მომდევნო სხდომა კახა ბაინდურაშვილის დაკითხვით გაგრძელდება.