საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე

მიხეილ სააკაშვილის ბრალდების კიდევ ერთი ეპიზოდი. საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე სხდომა გრძელდება. დღეს დაცვის მხარის ერთ მოწმეს მოუსმენენ. ადვოკატის ინფორმაციით, მათი ორი მოწმიდან მხოლოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოქმედი მრჩეველი სიმონ ნოზაძე გამოცხადდა. ბასილაიას თქმით, 2012 წლის ოქტომბერში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის ხელმძღვანელობის დროსაც ფინანსები იმ პრინციპით იხარჯებოდა, რაშიც მიხეილ სააკაშვილი და ჯანაშია არიან ბრალდებულები. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ პროცესზე დისტანციურად ჩაერთვება.

მოამბე