საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო – საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე და ხმაურიანი სხდომა. პროცესზე იყო სიტყვიერი დაპირისპირება. პატიმარმა სააკაშვილმა მოსამართლეს ამჯერადაც შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რის გამოც შენიშვნა და გაფრთხილება მიიღო. დარბაზი მოსამართლემ დაატოვებინა თაკო ჩარკვიანს. სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე კი სააკაშვილის მხარდამჭერები იმყოფებიან.