საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე

სიტყვიერი დაპირისპირებების და აქციის ფონზე წარმართული სასამართლო პროცესი, – მიხეილ სააკაშვილი ქართული სასამართლოს წინაშე უკვე მეორედ წარდგა.

საუბარია სახელმწიფო თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც განაჩენი ჯერ გამოტანილი არ არის. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს ცხრა მილიონამდე ლარის არამიზნობრივად ხარჯვას ედავებიან. პირველად დარბაზში სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როდესაც პოლიტიკური მიკერძოების არგუმენტით ადვოკატებმა პროკურორების აცილება მოითხოვეს. სამკურნალოდ, ქვეყნის პრესტიჟის გასაზრდელად და სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად თუ პირადი კომფორტისა და ფუფუნებისთვის დახარჯული მილიონები – ხმაურიანი აღმოჩნდა თავად ექს-პრეზიდენტის საკმაოდ ვრცელი გამოსვლაც. სააკაშვილმა მოსამართლეებს და პროკურორებს მსახიობები, საკუთარ თავს კი პუტინის პირადი პატიმარი უწოდა. ბრალდებული სასამართლო სხდომებს ფარსად მიიჩნევს და საზოგადოებას მის მძევლობიდან დახსნას სთხოვს. მართალია, დღევანდელი საქმე 26 მაისის მოვლენებს არ ეხებოდა, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა ამ დღეს განვითარებულ მოვლენებზეც პასუხისმგებლობა მოიხსნა.

დატოვე კომენტარი