საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

12:48, 03.01.2020

საბერძნეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურა დაწყებულია. საგარეო უწყების ინფორმაციით, ბერძნული მხარის შეტყობინებით, ათენში ორი მოქალაქე ძარცვავდა ბინას, რა დროსაც მეზობლებმა შენიშნეს და გამოიძახეს პოლიცია.

გაქცევის მცდელობისას, საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქემ შუშის კარის გატეხვა სცადა, რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღო. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მძიმე დაზიანების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მსგავსი