საბერძნეთში ხვალ ახალ პარლამენტს აირჩევენ. რამდენიმე თვის წინ ევროპარლამენტის არჩევნებში მმართველი პარტია „სირიზა“ დამარცხდა. რის შემდეგაც, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.
300-მანდატიან უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სავარძლების მოპოვებას ათამდე პარტია ეცდება. თუმცა, რეალური შერკინება მმართველ პარტიასა და მის ოპონენტ პარტია „ახალ დემოკრატიას“ შორის იქნება. წინასწარი გამოკითხვების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას სწორედ ოპოზიციური პარტიას უწინასწარმეტყველებენ.
დეტალები ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში.