საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენება
პარლამენტის წინ საბავშვო სამგზავრო სავარძლების გამოყენების საჭიროების დემონსტრირებისთვის ღონისძიება გაიმართა. ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღეს მოქმედი კანონდებლობით, ბავშვების უსაფრთხოება დაცული არ არის და საჭიროა, 12 წლამდე და 135 სანტიმეტრამდე სიმაღლის ბავშვისთვის მსუბუქი ავტომობილით მგზავრობისას სპეციალური სავარძლის გამოყენება სავალდებულო გახდეს.
მათივე განცხადებით, საჭიროა კანონიდან ამოღებულ იქნას ის მუხლი, რომლის თანახმად, 3 წლამდე ბავშვების გადაყვანა ნებადართულია, თუ ის 16 წლის ან უფროსი ასაკის მგზავრს კალთაში უზის.
შესაბამისი ცვლილების პროექტი საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია და პირველი საკომიტეტო მოსმენა დღეს გაიმართება. ღონისძიება ორგანიზებულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.