საბავშვო ევროვიზია - მზადება გენერალური რეპეტიციისთვის

საბავშვო ევროვიზიის მონაწილეები კულმინაციური შოუსთვის ემზადებიან, მანამდე კი ერევანში გენერალური რეპეტიცია გაიმართება, სადაც საქართველოს წარმომადგენელი, მარიამ ბიგვავა მერვე ნომრად წარდგება.

მონაწილეებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს, რასაც უკვე ხვალ მაყურებლის ქულებიც დაემატება. როგორი იქნება ქართული ჟიურის გადაწყვეტილება, ამას ევროფესტივალის გულშემატკივრებს სომხეთიდან ევროვიზიის გასული წლის მონაწილე, ნიკო ქაჯაია გააცნობს.

როგორ მიმდინარეობს მზადება დღევანდელი საღამოსთვის, მარიკა შალიკაშვილია დეტალებით ერევნიდან.

შენი ხმაც და ვიმარჯვებთ – საბავშვო ევროვიზიაზე ხმის მიცემა დაიწყო

ევროვიზია