საბავშვო ევროვიზია 2026

12:25, 24.10.2026

ხმის მიცემა საბავშვო ევროვიზიაზე დაიწყო – საქართველოს წარმომადგენლისთვის, დავით ლომიძისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია საქართველოდან და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან. ამისთვის უნდა ეწვიოთ ვებგვერდს ან გადახვიდეთ ბმულზე –  https://vote.eurovision.com/ საჭიროა, უყუროთ მოკლე ვიდეოკოლაჟს, აირჩიოთ საქართველო და კიდევ ორი ნებისმიერი ქვეყანა და დააჭიროთ ხმის მიცემის ღილაკს.

ხმის მიცემა დროებით დასრულდება დღეს, 23:00 საათზე. კონკურსის პირდაპირი ტრანსლაციის დაწყებისთანავე კი, 16-ივე მონაწილის გამოსვლის შემდეგ, ხმის მიცემა 15 წუთით ისევ განახლდება, რა დროსაც კვლავ შეძლებთ მეორედ ხმის მიცემას. ხმის მიცემა შესაძლებელია ერთი ტელეფონიდან და ერთი კომპიუტერიდან მხოლოდ ერთხელ. გამარჯვებული მაყურებლისა და ჟიურის შეჯამებული ქულების რაოდენობით გამოვლინდება.

დღეს ფინალური შოუს პირდაპირ ტრანსლაციას, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

მსგავსი