საბავშვო ევროვიზია 2026 

22:03, 16.10.2026

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს სახელით მონაწილე დავით ლომიძე რამდენიმე საათის წინ მალტაში გაემგზავრა.

ქართული დელეგაცია ხვალიდან უკვე რეპეტიციებს გამართავს. ევროპულ მუსიკალურ კონკურსზე წელს საქართველოს პროექტ „რანინას“ მე-9 სეზონის გამარჯვებული წარადგენს. ქართველი კონკურსანტი 24 ოქტომბერს მე-15 ნომრად წარდგება. შესრულდება გიგა კუხიანიძის სიმღერა სახელწოდებით „მზე სახურავებზე“.

შოუ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ ტელერეპორტაჟს ტრადიციულად პირველი არხი შემოგთავაზებთ. საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ჟიურის და მაყურებელთა ხმებით ვლინდება.

მსგავსი