„საბავშვო ევროვიზია 2025“

15:25, 12.12.2025

საბავშვო ევროვიზიის რეკორდსმენი, ოთხჯერ გამარჯვებული საქართველო ევროპის ყველაზე დიდ მუსიკალურ კონკურსს უკვე მეორედ მასპინძლობს.

„საბავშვო ევროვიზია 2025“-ის ფინალამდე ერთი დღე რჩება. 13 დეკემბერს ოლიმპიურ სოფელში ფესტივალის დასკვნითი შოუ ჩატარდება. სცენაზე ევროპის 18 ქვეყნის წარმომადგენელი გამოვა და გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ანიტა აბგარიანი მე-15 ნომრად წარდგება სიმღერით Shine Like a Star. ცოტა ხნის წინ შოუს პირველი სრული რეპეტიცია გაიმართა, საღამოს კი გენერალური რეპეტიციაა დაგეგმილი, რასაც ჟიური შეაფასებს.

ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია ონლაინ დღეს, ღამის 12 საათიდან ვებგვერდზე jesc.tv-ზე საქართველოდან და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.

პირდაპირ ეთერში დეტალებით მარიკა შალიკაშვილი გვიერთდება – რა ხდება კულისებში და როგორია განწყობა ფინალამდე ერთი დღით ადრე?

ევროვიზია

მსგავსი